LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შანაია ტვეინი State Fayre-ის პირველ ჰედლაინერად დასახელდა

44
photo-collage.png

ქანთრი-პოპ მუსიკის ლეგენდა, შანაია ტვეინი ფესტივალ – State Fayre-ის პირველ მთავარ შემსრულებლად დასახელდა.

State Fayre 2027 წლის 18-დან 20 ივნისის ჩათვლით, ჩელმსფორდში მდებარე ჰაილენდს პარკში გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, სხვა ჰედლაინერთა ვინაობა ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

,,გრემის” ხუთგზის ლაურეატი კანადელი არტისტი ფესტივალის სტუმრების წინაშე 19 ივნისს წარდგება. აღნიშნული გამოსვლა კი მომღერლის 2027 წლის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მასშტაბური საზაფხულო ტურნეს – The Places I’ll Go ნაწილი იქნება.

State Fayre არის შედარებით ახალი, მაგრამ უკვე ძალიან პოპულარული მუსიკისა და ბარბექიუს მასშტაბური ფესტივალი გაერთიანებულ სამეფოში, რომელიც ამერიკული კულტურითა და ტრადიციული საშტატო ბაზრობების თემატიკითაა შთაგონებული.

ფესტივალი ძირითადად ფოკუსირებულია როკზე, ქანთრიზე, ფოლკსა და ამერიკანას სტილის მუსიკაზე. ის ერთმანეთთან აერთიანებს როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ ჟღერადობებს.

მუსიკის გარდა, ფესტივალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ამერიკული გრილისა და ბარბექიუს კულტურა.

პირველი ფესტივალი 2026 წლის ივნისში ჩატარდა. დებიუტი უზარმაზარი წარმატებით აღინიშნა. მას 50,000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. 2026 წლის ჰედლაინერები იყვნენ: Kings of Leon, Alanis Morissette და The Lumineers.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები