შეიძლება თუ არა ბოტოქსის კოსმეტიკური პროცედურა ორსულობის დროს? – რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, სტელა ძოწენიძე პაციენტების მხრიდან ხშირად დასმულ შეკითხვას პასუხობს.
გინეკოლოგი ამბობს, რომ ბოტოქსის კოსმეტიკური პროცედურის გაკეთება ორსულობის დროს სასურველი არ არის, რადგან ასეთ დროს ბოტოქსის უსაფრთხოებაზე საკმარისი ინფორმაცია არ გაგვაჩნია:
„ბოტოქსის გაკეთება ორსულობის დროს, განსაკუთრებით კოსმეტიკური მიზნით სასურველი არ არის. მიზეზი ის არის, რომ ორსულობის დროს ბოტოქსის უსაფრთხოებაზე საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს. ამასთან ერთად, არსებული მონაცემებით, ონაბოტულინოტოქსინ A-ს არ აქვს გამოვლენილი, თანდაყოლილი დეფექტების გაზრდის რისკი. როგორც წესი, პრეპარატი ინიექციის ადგილას რჩება და მნიშვნელოვანი რაოდენობით სისხლში არ გადადის, ამიტომ კოსმეტიკური ბოტოქსი უმჯობესია გადაიდოს ორსულობის დასრულებამდე…“ – ამბობს სტელა ძოწენიძე.
