გოგონა, რომელიც საზოგადოებამ ცნობილი ფოტოგრაფის, დანტესის მეშვეობით გაიცნო, სოციალურ ქსელში ოპერაციის შემდეგ დანტესთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მას მადლობას უხდის.
ლილიანა წერს, რომ დანტემ მისი ოპერაციისთვის საჭირო თანხის შეგროვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და მის მხარდაჭერას, პროფესიონალიზმსა და ადამიანურ თანადგომას განსაკუთრებით აფასებს.
„მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას მეგობარს, დანტეს, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ჩემი ოპერაციისთვის საჭირო თანხის შეგროვებაში. შენმა პროფესიონალიზმმა, ნიჭმა და, რაც მთავარია, შენმა ოქროს გულმა შესაძლებელი გახადა ის, რაც ასე ძალიან მჭირდებოდა.
ასევე, უდიდესი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც გვერდით დამიდგა, დამეხმარა, გამამხნევა და თუნდაც ერთი თბილი სიტყვა გამიმეტა. თქვენმა ერთიანობამ და სიკეთემ სიცოცხლისა და უკეთესი მომავლის რწმენა კიდევ უფრო გამიძლიერა.
დანტე, მადლობა, რომ არსებობ და რომ ასეთი ერთგული და საიმედო მეგობარი ხარ! უზომოდ მიყვარხართ და მადლიერი ვარ თითოეული თქვენგანის“, – წერს ლილიანა.
შეგახსენებთ, ლილიანას თურქეთში ურთულესი პლასტიკური ოპერაცია გასულ წელს ჩაუტარდა.
