LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შოთა ძიამ უამრავ ადამიანს შეაყვარა მთაში სიარული… ბევრი ბილიკი გაკვალა და 90 წლის ასაკში აუყვა ბოლო აღმართს!“ – ქართველ ალპინისტს, შოთა მირიანაშვილს კოლეგები ემშვიდობებიან

144
შოთა მირიანაშვილი

ქართველი ალპინისტი, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი, შოთა მირიანაშვილი გარდაიცვალა.

გამორჩეულ ქართველ ალპინისტს და მეცნიერს კოლეგები ემშვიდობებიან.

„გარდაიცვალა დიდი სპორტსმენი – ათასობით ახალგაზრდას მთების და სამშობლოს სიყვარულის მასწავლებელი…“ – გარდაიცვალა ქართველი ალპინისტი, შოთა მირიანაშვილი

სამწუხარო ინფორმაციას გიორგი ნიკოლაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალპინისტური კლუბი ავრცელებს.

„მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის“ „ფეისბუკ“ ჯგუფში სამძიმრის წერილს ავრცელებს ღვთისო ტურძილაძე და წერს, რომ ქართველმა ალპინისტმა უამრავ ადამიანს შეაყვარა მთაში სიარული:

„შოთა ძიამ უამრავ ადამიანს შეაყვარა მთაში სიარული. ბევრი ბილიკი გაკვალა და ბევრ მწვერვალს დაარქვა სახელი. 90 წლის ასაკში აუყვა ბოლო აღმართს!“ – წერს „მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები