12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შვილს ემოციური ტექსტით მიმართავს.
ვიდეო: „ცოტა გაუძელი გური, შვილო მოვალ შენამდე“ – გურამ დადიანიძის დედის ემოციური მიმართვა
„შვილო, გური, როგორ გეძებდი, სად არ ვიარე. ერთი ხელებით მიწა არ მითხრია. რამდენჯერ მოვკვდი ამ ერთი წლის მანძილზე და არავის ცხოვრებას არ შევხებივარ, არავინ გამინადგურებია, როგორც თქვენ გამანადგურეთ… აი, ახლა დადგა დრო, ეს საქმე მივა ბოლომდე. და შენ, ვინც ეს საქმე 12 წელი დამალე და მალე ჩემს წინ დადგები – მაინტერესებს შენი პასუხი!
გური, დე, მიყვარხარ და მენატრები უზომოდ“, – წერს სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.
ვიდეო: „ცოტა გაუძელი გური, შვილო მოვალ შენამდე“ – გურამ დადიანიძის დედის ემოციური მიმართვა

ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.
