იტალიის ერთ-ერთ მთავარ ღირსებას მისი ლამაზმანები წარმოადგენს. დადასტურებულია, რომ სტატისტიკურად აქ ყველაზე მეტი ლამაზმანი ცხოვრობს.
ქალური ფორმები, ვნებიანი ტემპერამენტი, მგრძნობელობა – სექს-სიმბოლოს ტიტულს იტალიელი ქალბატონები ყველაზე მარტივად ირგებენ.
მონიკა ბელუჩი
თანამედროვეობის მთავარი სექს-სიმბოლოს ტიტული მონიკა ბელუჩის ეკუთვნის. მან შეძლო მთელი რიგი პერსონაჟების განსახიერება – მარია მაგდალინელიდან ქუჩის მსუბუქი ყოფაქცევის ქალამდე.
ორნელა მუტი
იტალიისთვისაც კი, მუტის გარეგნობა ეგზოტიკური და საუცხოო იყო. ყველაზე მთავარი ის არის, რომ დღესაც კი, 60 წლის ასაკში, ქალბატონი შესაშურად გამოიყურება. არის თუ არა ეს გენების ან სპაგეტის დამსახურება, დღემდე გამოცანად რჩება.
სოფი ლორენი
ეს ლამაზმანი უზომო პოპულარობას გენებს უნდა უმადლოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ლორენს თითქმის ყველა ძირითადი კინოფესტივალის ჯილდო აქვს აღებული, ისტორიაში იგი სილამაზის სიმბოლოდ შევიდა: მამაკაცები მას ეტრფოდნენ, ქალები კი ცდილობდნენ დამსგავსებოდნენ. ამ ყველაფრის ფონზე სოფის გული მთელი ცხოვრების მანძილზე მეუღლეს, კინოპროდიუსერს კარლო პონტის ეკუთვნოდა.
ჯინა ლოლობრიჯიდა
თვითონ ფაქტი, რომ ჯინა ლოლობრიჯიდან ისეთ ფილმებში ითამაშა, როგორებიც არის „მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალი“ და „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“, ყველაფერზე მეტყველებს. იდეალური სიმეტრიის მქონე ქალბატონი ბევრჯერ აღიარეს სილამაზის ეტალონად და შესანიშნავ მსახიობად.
ბიანკა ბალტი
იტალიელისა და აზერბაიჯანელის სიყვარულის ნაყოფი ბიანკა ბალტი საუცხოო გარეგნობით გამოირჩევა. გასაკვირი არ ყოფილა, რომ დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ ის მაშინვე „მიითვისეს“, როგორც კი ეს უკანასკნელი მოდის ჰორიზონტზე ამობრწყინდა.
კლაუდია კარდინალე
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი ტუნისში დაიბადა. მსახიობი ფელინის მუზა იყო. გასაკვირი ის იყო, რომ ლამაზმანი არ ეხვეოდა სკანდალებში და ხმაურიან რომანებს არ აბამდა. მან უარი თვით ალენ დელონსაც უთხრა.