შესახებ
ჭაბუკა ამირანაშილი ინსტრუმენტალისტი (საქსოფონი), კომპოზიტორი
1980 წელს დაამთავრა თბილისის 142-ე საშუალო სკოლა.
1983 წელს ჩამოაყალიბა ჯგუფი “+ – ბენდი”.
1986 წელს ჩააბარა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში, ხოლო 1991 წელს თბილისის სახ. კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალის სრული კურსი კლარნეტ-საქსოფონის სპეტიალობით დაამთავრა.
1986 წლიდან საქტელემაუწყებლობის საესტრადო სიმფონიური ორკესტრის სოლისტი იყო. პარალელურად ქმნიდა საკუთარ მუსიკას და თანამშრომლობდა საქართველოსა და საზგვარგარეთის წამყვან მუსიკოსებთან. მას მრავალი სატელევიზიო ფილმისა და გადაცემისთვისაც აქვს შექმნილი მუსიკა.
ჰყავდა საკუთარი ჯგუფი სახელწოდებით „ჭაბუკას ბენდი“, ჯგუფში ჭაბუკა როგორც ინსტრუმენტალისტი (საქსოფონი) და კომპოზიტორი მოღვაწეობდა.
მისი ინტერესის სფერო ძირითადად „ეთნო მუსიკ” იყო. 1998 წლიდან აქტიურად შეუდგა „ეთნო-ფილკ” მიმართულებით წერას.
1999-2003 წლებში ჭაბუკა ამირანაშვილსა და „ნაციონალურ ბალლეტს” შორის შედგა თანამშრომლობა. მის მუსიკაზე დაიდგა ცეკვა „ზეკარი”, შემდგომში „ჯუთა” , „სამანი”, და ინსტრუმენტული კომპოზიცია “გადი-გამოდი”. ეს ნაწარმოებები თანამედროვე ფოლკ მუსიკის ჰიტებად იქცა, როგორც საქართველოში, ასევე ყველა იმ ქვეყანაში სადაც ისინი შესრულდა. ამ თანამშრომლობის შედეგად გამოიცა დისკი “ზეკარი”. ჭაბუკა ამირანაშვილის ნაწარმოებებს გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა ქართულ ქორეოგრაფიულ მუსიკაში.
2002 წელს მონაწილეობდა საქართველოს მე-6 საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალში. ამ ფესტივალში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორიცაა: ტანია მარია და „ვივა ბრაზილ კვარტეტი”, ბობ მინცერის კვარტეტი, ელ ჯერო, დენის როლინს ბედბონი, პი ვი ელისის ანსამბლი და სხვა.
2003 წლიდან საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაიწყო საქმიანობა ლაზური მუსიკის ასაღორძინებლად. ამ პერიოდში ჩაწერა 2 CD: „ლაზური ნანა”, რომელიც ძალიან პოპულარული იყო როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში მცხოვრებ ლაზებში და “Yamo helessa”(ლელა წურწუმიასთან ერთად). ამავე პროექტის ფარგლებში თანამშრომლობდა თურქეთში მცხოვრებ ქართველ მომღერალ ბაიარ შაჰინთან, ლაზ მომღერალ კაზიმთან და სხვებთან.
მალე ჭაბუკა ამირანაშვილის სამი ახალი ალბომი: „ანატომია, ერთი კვირის მუსიკა“, „ქართული თანამედროვე საცეკვაო მელოდიები” და საკლუბო მუსიკა „შაირი” გამოვიდა. პარალელურად ქართველ მომღერლებთან თანამშრომლობდა, როგორც კომპოზიტორი.
ბოლო წლებში აქტიურად ჩაება კინომუსიკის სფეროში. მას ეკუთვნის მუსიკა ფილმისათვის „სვანი”(რეჟ.: ციცო და ბადრი ჯაჭვლიანები).
ამჟამად ჭაბუკა ამირანაშვილი ანსამბლ „ერისიონის” ახალი პროექტის “Georgien Legend Samaia shou”-ს მუსიკალურ დირექტორთან თანამშრომლობს.
ასევე განაგრძობ ახალ პროექტებზე მუშაობას და ხელს უწყობს მუსიკის განვითარებას.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები