შესახებ
დათო ფორჩხიძე – დაიბადა 1974 წლის 28 აგვისტოს თბილისში.მომღერალი კომპოზიტორი და ჯგუფი „სახეს“ წევრი .1990 წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.90-იან წლებში ნამდვილ კერპად იქცა და არასოდეს განელებულა მის მიმართ ინტერესი მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში იშვიათად ჩნდებოდა მსმენელის და მაყურებლის წინაშე.მისმა შემქნილმა სიმღერებმა დროს გაუძლო, როგორც დათო ამბობს, მთავარი ხარისხია და არ აქვს მნიშვნელობა, რა ინტენსივობით გამოჩნდები სცენაზე, თითოეულ პროექტს ჩაღრმავება სჭირდება და დრო, სწორედ ამის გამო ასოცირდება მისი სახელი ხარისხთთან. დათო ფორჩიხიძე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპოზიტორია, შექმნილი აქვს 600-მდე სიმღერა და ფილმების, სერიალების საუნდტრეკები.არასოდეს მიუღია კონკურსებში მონაწილეობა, ამბობს, რომ მთავარი ჯილდო ხალხის სიყვარულია.რამდენიმე წლის წინ მოგვევლინა „ვოისის“ მწვრთნელად ორ სეზონში და ასევე 2016 წელს „იქს ფატქორის“ ჟიურის წევრი გახლდათ.2017 წელს, საიუბილეო მეოცე წელს, ვარსკვლავი გაუხსენს ჯგუფ „სახეს“.2018 წლის ზაფხულში დათო ფორჩხიძემ გრანდიოზული შოუკონცერტი გამართა დათო ხუჯაძესთან ერთად „ბლექ სი არენაზე“.გეგმავს ახალ პროექტს ბორიკო შხიანთან ერთად და წინ მრავალი კონცერტი ელის მსმენელს.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები