შესახებ
დათუნა სირბილაძე – დაიბადა 1984წლის 2 აგვისტოს ქ.თბილისშიბავშობიდან მღერის, 2000 წელს აღმოჩნდა გურამ თამაზაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ ანსამბლში. საზოგადოებამ პროექტიდან „ჯეოსტარიდან“ გაიცნო 2005 წელს.ჩაწერილი აქვს ორი ალბომი: 2007 წელს „აქ ემღერება გულს“, 2014 წელს „ყვითელი ფოთლები“ყველაზე დიდი წარმატება მომღერალს მოუტანა სიმღერამ „ყვითელი ფოთლები“ (ავტ: ზურა ბოკუჩავატექსტ: გია ნიჟარაძე).ასევე პოპულარულია მისი სიმღერები: „ჩემს ქუჩაზე“( კომპოზიტორი დათო არჩვაძე, ტექსტი კატო კიკაბიძე), „შემიყვარდა ერთი გოგო“( ავტ : ნატო გელაშვილი ).2017 წელს გამართა პირველი სოლო კონცერტი ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, მოგვიანებით კი, თბილისში.ამჟამად მიმდინარეობს ახალ სიმღერებზე და ალბომზე მუშაობა განსხვავებული ინტერპრეტაციით და ჟღერადობით, რომელსაც მაყურებელი და მსმენელი მალე იხილავს.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები