შესახებ
გიო ხუციშვილი – დაიბადა 1962 წლის 17 ივლისის თბილისში და გარდაიცვალა 2018 წლის 11 ივნისს.დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (გ. ჟვანიას სახელოსნო) 1984 წელს.ქართველი მომღერალი, მსახიობი ბიზნესმენი და რეჟისორი. იგი ასრულებდა ქართულ სიმღერებს, როგორც მარტო, ასევე დუეტში; ერთ-ერთი მისი ცნობილი დუეტი იყო ნატო გელაშვილთან ერთად (ყველაზე ცნობილი სიმღერა — „აყვავდება როცა ნუში“) გიო ხუციშვილს არ აქვს სიმღერა, რომელიც ჰიტი არ გამხდარა , მისმა შემოქმედებამ ქალაქური სიმღერისადმი სკეპტიკურად განსწყობილ მსმენელსაც კი შეუცვალა წარმოდგენა და შეაყვარა ქართული სიმღერა. გიოს ყველა კონცერტი ანშლაგით ტარდებოდა და მასთან ერთად სუფრაზე ჯდომა განსაკუთრებული სიამოვნება იყო.აფხაზეთისა და ოსეთის ომის მონაწილე გალხდათ, მისი ქვეყნისადმი სიყვარული მის შემოქმედებაშიც ჭარბად იგრძნობა.ადრეული ასაკიდან „მოიწამლა“ კინოთი. შოთა მანაგაძე, ფილმისთვის ბავშვებს აგროვებდა, სადაც სოფიკო ჭიაურელი და თენგიზ არჩვაძე მონაწილეობდნენ. მათ გვერდით იდგა 4 წლის ასაკში და მღეროდა, ალბათ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობამ და მისი თბილისისადმი სიყვარულმა განსაზღვრა მისი გამორჩეული მომავალი საქმიანობა და გულით შესრულებული თითოეული აკორდი.სწორედ სიმღერამ სახელწოდებით „თბილისი“ 2016 წელს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” მიერ ჩატარებულ წლის სიმღერის დაჯილდოვებაზე „ოქროს ტალღა“ , საუკეთესო ქალაქური სიმღერის ჯილდო მიიღო.ჩამოაყალიბა ჯგუფი „გიო +” და ქართულ ქალაქურ სიმღერას ახალი და განსაკუთრებული ჟღერადობა შემატა.ნათამაშები აქვს უამრავ ფილმში და სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ შეუწყვეტია სიმღერა და მის გულშემატკივართან ურთიერთობა .ფილმოგრაფია„სიყვარული ყველას უნდა“ — 1980„მომეხმარეთ იალბუზზე ასვლაში“ — 1981„სანამ წვიმა გადავლიდეს“ — 1984„ჩვენი ჯერია, ბიჭებო!“ — 1986„ხარება და გოგია“ — 1987„ავტოპორტრეტი“ — 1987„ძაღლის ყნოსვა“ — 1989„ცოდვის დღესასწაული“ — 1990„თბილისი ჩემი სახლია“ — 1994„ვეფხისტყაოსანი ანუ კავკასიური მარყუჟი“ — 2005მუშაობდა ქართული დოკუმენტური სატელევიზიო პოპულარული ფილმების სტუდია (ქდსპფ) “მემატიანეში”. გადაიღო კინონოველა “სინანული” (1984), დოკუმენტური ფილმები “აქ ყველაფერი წარსულს მაგონებს”, “საუკუნეებს გაუძლებს, მაგრამ…” (1985), “დედმამიშვილობა” (1986), “იყო ასეთი ჭაბუკი” (მ. გაგუასთან ერთად, 1988), “არჩევნები” (1988), “თანამოაზრენი” (გ. ბალიაშვილთან ერთად, 1988) .ქართული ღვინის კომპანია „თელიანი ველის” ერთ-ერთი დამფუძნებელი; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ადმინისტრაციის საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი; სპორტის სასახლის დირექტორი. 2018 წლის 29 მაისს ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.2018 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” დაჯილდოებაზე „ოქროს ტალღა“ საპატიო ჯილდო ერგო – „ქართულ მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვი”, რომელიც მის შვილს ზუკა ხუციშვილს გადაეცა.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები