შესახებ
გიორგი შალვაშვილი – 1978 წლის 19 მარტს ქალაქ თბილისში დაიბადა.
დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური სასწავლებელი საოპერო ვოკალის განხრით.
ესტრადის მომღერლობაზე არასოდეს უოცნებია, საოპერო მომღერლობა და ჯაზმენობა უნდოდა, თუმცა ერთხელ დათანხმდა შემოთავაზებას და მომღერალ /კომპოზიტორ მაცაცო თოხაძესთან ერთად შეასრულა სიმღერა „საკუთარი ბედნიერება“, ამის შემდეგ ჩაება ესტრადის მარათონში და გაგრძელდა დუეტები „ჩამოთოვა“, „მეგობარი“, რამაც დიდი პოპულარობა მოუტანა, როგორც თვითონ ამბობს გასტროლების დროს ისრულებს ბავშვობის ოცნებას და ჯაზს სწორედ სხვა ქვეყნებში გამართულ კონცერტებზე ასრულებს.
შემდეგ იყო უკვე სოლო სიმღერა „დედა“, რომელმაც ასევე დაიმსახურა მსმენელის სიყვარული და ასევე „ შენი მჯეროდა”.
დღესდღეობით არის თბილისის არტ-ჰოლის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და ასევე თოჯინების მუს–კომედიის თეატრის დამფუძნებელი.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები