შესახებ
გოჩა იაშაღაშვილი ( ბავარიელი ) – დაიბადა 1965 წლის 21 მაისს, თბილისში.
დაამთავრა მუსიკალური შვიდწლედი, ფორტეპიანოს განხრით და თეატრალური ინსტიტუტი. სპეციალობა – შოუ რეჟისორი, პიანისტი, კომპოზიტორი, მომღერალი.
მოღვაწეობდა სხვადასხვა მუსიკალურ ჯგუფებში:
ჯგუფი „სხივი“ – 1979 – 1982 – სოლო გიტარა, ვოკალი.
ჯგუფი „მზე და დედამიწა“ – 1984 – 1987 სიმღერების ავტორი.
თეატრალური ინსტიტუტის ჯგუფი „ავანგარდი“ – 1987 – 1988 ვოკალისტი, როიალი, ელექტრო პიანო, სიმღერების ავტორი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საესტრადო ორკესტრი – 1988 – 1991 ვოკალისტი, როიალი, ელექტრო პიანო, სიმღერების ავტორი.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა – ჯგუფი „ორი ძმა“1996 – 1998 . სინთეზატორი, ვოკალი, სიმღერების ავტორი.
გერმანული ჯგუფი „ბლუზ ბენდი“ – 2000 – 2001 წლები სინთეზატორი, ვოკალი, მუსიკის ავტორი.
კონკურსი „Neue Welle“-ს გამარჯვებული, ბავარიაში, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან გერმანიაში ემიგრირებულთა შორის, საუკეთესო მომღერალი და კომპოზიტორი, გრან პრის მფლობელი, ფსევდონიმით „ბავარიელი“ – 2002 წელი
სოლო პროგრამით ბავარიელის კონცერტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში 2005-დან დღემდე 100 ზე მეტს ითვლის.
აქვს ბავარიელის შემოქმედებითი გაერთიანება – სტუდია, სკოლა, საკონცერტო სააგენტო.
ატარებდა კონცერტებს სხვადასხვა შემოქმედებით ჯგუფებთან ერთად – 2010 – 2012 წლებში
ბავარიელის პირველი ოფიციალური აუდიო ალბომი „ჩემი ქართული სიმღერები“ გამოვიდა გერმანიაში 2012 წელს.
გერმანიასა და საქართველოში, სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფების და სოლო შემსრულებლების სიმღერების და არანჟირების ავტორი. ასევე, ფილმების და სპეკტაკლების მუსიკის ავტორი.
პარალელურად ასევე ეწევა პედაგოგიური მოღვაწეობას, გერმანულ მუსიკალურ გაერთიანება, HDH-ში და ასევე მუსიკოთერაპიის პროექტზე მუშაობს…
150 ზე მეტი, სხვადასვა ჟანრის მუსიკის და სიმღერების ავტორი გახლავთ.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები