შესახებ
გოგი ცაბაძე – დაიბადა თბილისში 1924 წლის 24 აგვისტოს.1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საკომპოზიტორო კლასი.1956-75 წლებში იყო საქართველოს ფილარმონიის საესტრადო მუსიკალური განყოფილების გამგე.1976 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწოდა საცირკო-საესტრადო სასწავლებელში.ქართული ქალაქური საესტრადო სიმღერის, ოპერეტის, მუსიკალური კომედიისა და მიუზიკლის ფუძემდებელი. მის სახელთან არის დაკავშირებული უამრავი მომღერლის, მსახიობისა და რეჟისორის შემოქმედება. შეიძლება ითქვას, რომ XX საუკუნის 60-70-იან წლებში კომპოზიტორის მოღვაწეობამ პიკს მიაღწია. მისმა მუსიკამ დაიპყრო შემსრულებელთა სამყარო. გიორგი ცაბაძე დაიბადა 1924 წლის 24 აგვისტოს. მამა – გრიგოლ ცაბაძე, მომღერალი იყო, წერდა ლექსებსაც. დედა – ოლღა ნაცვლაძე, რომელმაც ისე განიცადა ქალიშვილისა და ვაჟის დაღუპვა, რომ როდესაც ფრონტიდან მეორე ვაჟის დაღუპვის ცნობა მოვიდა, გიორგიმ ეს ამბავი დამალა.1943 წელს თბილისის 27-ე სკოლაში სრულიად ახალგაზრდა თენგიზ აბულაძემ დადგა ვალერიან გუნიას პიესა “და-ძმა”, სპექტაკლი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა მუსიკალურად გააფორმა ასევე სრულიად ახალგაზრდა გოგი ცაბაძემ; განსაკუთრებით აღსანიშნავია მუსიკალური კომედიები, ოპერეტები და მიუზიკლები; ნაყოფიერად მუშაობდა საესტრადო სიმღერისა და რომანსის ჟანრში, მისი სიმღერების წყაროა ქართული ქალაქური ფოლკლორი; ის არის ქალაქური საესტრადო სიმღერის, ოპერეტის, მუსიკალური კომედიისა და მიუზიკლის ფუძემდებელი; ნაწარმოებები: ოპერეტები – “სიმღერა სიყვარულზე”(1949), “ჩვენი ნაცნობები”(1953), “შესანიშნავი სამეული”(1963), “კურკას ქორწილი”(1969, მ. ჯავახიშვილის მიხედვით), “იეთიმ გურჯი”(1976), “მეტეხის ჩრდილში”(1984), მიუზიკლები – “ჩემი შეშლილი ძმა”(1965), “იტალიური რომანი”(1977); ორასზე მეტი სიმღერა: “ნიბლია”, “პატარა ბალადა”, “თბილისური სერენადა”, “გამოღმით შენ ხარ”, “მუხამბაზი”, “მეფაიტონე”; საგუნდო ნაწარმოებები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისა და კინოსათვის( “ვერის უბნის მელოდიები”, “მხიარული რომანი”, “მოიტაცეს თამარ ქალი” და სხვ.).ჯილდოები, პრემიები და პრიზები1983 – თბილისის საპატიო მოქალაქე1973 – საქართველოს სახალხო არტისტი1971 – საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია1961 – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეხალხთა მეგობრობის ორდენისაპატიო ნიშნის ორდენი
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები