შესახებ
ია ჩანტლაძე – დაიბადა 1980 წლის 23 ინისს.
ბავშობიდან მღერის, სცენაზე 10 -12 წლიდან დგას. მღეროდა ანსამბლ „ივერიაში“, გამოვიდა კონცერტზე „პატარა ვირტუოზები“.
მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა ოლიმპიადებსა და კონკურსებში.
სტუდენტურს წლებში მღეროდა ჯაზ-სოულ სექსტეტში.
1997 წელს გამოვიდა იას პირველი ჰიტი „არ მიყვარხარ“.
ამას მოყვა სიმღერა „წვიმა გეტყვის“, რომელმაც დიდი პოულარობა მოუტანა.
ხშირად იღებდა მონაწილეობას სხვადასვა ტურნეებსა და გალა კონცერტებში.
2010 წელს გამოვიდა ია ჩანტლაძსა და რომა რცხილაძის კონცერტის ალბომი -„აი ია“.
იყო გარკვეული პაუზები სწავლის გამო.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერისტეტის საერთაშრისო სამართლის ფაკულტეტი, გაიარა მაგისტრატურა ასევე ივანე ჯავახიშვილის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრალურ უნივერსიტეტში.
მეორე პროფესია მთარგმნელ რეფერენტია.
შემდგომ გაემგზავრა ესპანეთში და დაეუფლა ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის მენეჯმენტს ევროპულ უნივერსიტეტში, ასევე დაამთავრა ბენობლის ბიზნეს სკოლა – მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში.
2006 წლიდან ჩაუდგა სათავეში საკუთარ ბიზნესს – ფლობს სასტუმროსა და ესთეტიკურ ცენტრს.
უახლოეს პერიოდში გეგმავს საკუთარი სინგლების ახალი ვერსიების გამოშვებას.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები