შესახებ
ირაკლი ფირცხალავა – დაიბადა 1977 წლის 13 სექტემბერს ქალაქ მოსკოვში.
რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალი. თავისი კარიერის განმავლობაში, მან ძალები რამდენიმე ჟანრში მოსინჯა, თუმცა ამჟამად სიმღერები მისი რეპერტუარიდან პოპ სტილშია შესრულებული. გამოშვებული აქვს ერთი სოლო ალბომი „Лондон-Париж“.
ირაკლის დედა – ნანა ფირცხალავა ზრდიდა. ბავშვობაში მან 5 სკოლა გამოიცვალა და სწავლობდა სპორტულ სკოლა-ინტერნატში ფრანგულის განხრით. ბავშვობიდანვე ირაკლი ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, მაგრამ დედის დაჟინებული სურვილით, 5 წლის ასაკში მუსიკალურ სკოლაში ჩაირიცხა. თუმცა, ბავშვობის ოცნებამ გაიმარჯვა და 13 წლის ასაკში მან მიატოვა მუსიკალური სასწავლებელი და 2 წელი საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივში” ვარჯიშობდა. მოგვიანებით, ირაკლი მიხვდა, რომ წარმატებული საფეხბურთო კარიერის შექმნისთვის უკვე გვიან იყო და ისევ მუსიკალურ კარიერას დაუბრუნდა.
ბავშვობაში, მუსიკალურ სკოლაში სწავლას უშედეგოდ არ ჩაუვლია. 16 წლის ასაკში ირაკლი პირველ სიმღერას წერს პროფესიონალურ ხმის ჩამწერ სტუდიაში. ამავე დროს, ის სერიოზულად ინტერესდება ჰიპ-ჰოპ მუსიკით.
მიუხედავად იმისა, რომ ირაკლის რუსეთში მოღვაწეობს, ის მუდმივად წერს სიმღერებს ქართულ ენაზე და ანებივრებს მის ქართველ თაყვანისმცემელს.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები