შესახებ
ჯანსუღ კახიძე (დ. 10 იანვარი, 1936 — გ. 7 მარტი, 2002) — ქართველი დირიჟორი, ლოტბარი, კომპოზიტორი და მომღერალი. საქართველოს სახალხო არტისტი 1978 წელს . საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი.დაიბადა 1936 წლის 10 იანვარს ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში, მეღვინე ივანე კახიძის ოჯახში. 1958 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატირია (საგუნდო-სადირიჟირო განხრით) ოდისეი დიმიტრიადის სადირიჟორო ჯგუფი. სტაჟირება გაიარა საფრანგეთში იგორ მარკევიჩთან. შემოქმედებითი მოღვაწეობა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაიწყო. 1958-1962 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი.1957 წელს ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი „შვიდკაცა“ (ახალგაზრდობის VI მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი, ოქროს მედალი). ერთი წლის შემდეგ კი ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენაზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით. 1962–1971 წლებში იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი (1965–1968 წლებში მთავარი დირიჟორი). 1971–1973 წლებში მიიწვიეს ქ. ლოძში (პოლონეთი) დიდი თეატრის დირიჟორად. აქ 1972 წელს მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით დაიდგა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“.1973 წლიდან ჯანსუღ კახიძე იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. მას შექმნილი აქვს მუსიკა კონოფილმებისათვის, („შერეკილები“, გიორგი ყანჩელთან ერთად, „პირველი მერცხალი“, „დათა თუთაშხია“ ბიძინა კვერნაძესთან ერთად). კახიძის ხელმძღვანელობით თბილისში პირველად შესრულდა მთელი რიგი სიმფონიური ნაწარმოებები (იგორ სტრავინსკის „საღმთო გაზაფხული“, დიმიტრი შოსტაკოვიჩის მე-4 სომფონია, იოზეფ ჰაიდნის 86-ე სიმფონია, შჩედრინის „ანცი შაირები“, ყანჩელის ექვსივე სიმფონია, ნასიძის მე-4, მე-5, მე-6, მე-7 სიმფონიები, მაჭავარიანის მე-2 სიმფონია, გაბიჩვაძის „როსტოკური სიმფონია“, თორაძის მე-2 სიმფონია და სხვა). საქართველოს სახელმწიფო და რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1977). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით.მან თავისი ხელოვნება მსოფლიოს არაერთ ქალაქში წარმოადგინა. კახიძე დირიჟორობდა ბავარიის ორკესტრს, ლონდონის სიმფონიურ ორკესტრს, პარიზის რადიოს ორკესტრს, მილანის ლა-სკალას ორკესტრს, ვაშინგტონისა და ბოსტონის, სიდნეისა და მელბურნის ორკესტრებს. აღსანიშნავია, რომ კახიძის სადირიჟორო ჯოხი იტალიის ქალაქ ბუსეტოში, ვერდის სახლ-მუზეუმში ინახება. მისი გამორჩეული საშემსრულებლო მანარე დღემდე განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს. დაუვიწყარია ჯანსუღის ნამღერი „მოვა მაისი“ და „საზამთრო“ სხვა მრავალთან ერთად.გარდაიცვალა 2002 წელს.ფილმოგრაფია/კომპოზიტორი1974 — შერეკილები (გია ყანჩელთან ერთად.)1974 — საზამთრო (ანიმაციური ფილმი)1974 — რა-ნი-ნა (ანიმაციური ფილმი)1974 — ნიძლავი (მოკლემეტრაჟიანი ფილმი)1975 — პირველი მერცხალი1975 — ვალსი მთაწმინდაზე (მოკლემეტრაჟიანი ფილმი)1976 — თერმომეტრი (მოკლემეტრაჟიანი ფილმი)1976 — სამი მანეთი (მოკლემეტრაჟიანი ფილმი)1976 — ივანიკა და სიმონიკა1976 — გასეირნება თბილისში1977 — სამანიშვილის დედინაცვალი (გია ყანჩელთან ერთად.)1977 — რაჭა, ჩემო სიყვარულო ( სვეტოზარ სტრაჩინასთან ერთად.)1978 — დათა თუთაშხია (ბიძინა კვერნაძესთან ერთად.)1978 — ყვარყვარე თუთაბერი1980 — თბილისი, პარიზი, თბილისი1981 — გამოაღეთ ფანჯრები1982 — სიბრძნის კარავი1982 — ყველა კომეტა როდი ქრება1984 — ამბავი სურამის ციხისა1993 — ექსპრეს-ინფორმაცია (ვახტანგ კახიძესთან ერთად.)1994 — იავნანახმა1974 — რა-ნი-ნა (ანიმაციური ფილმი)1974 — საზამთრო (ანიმაციური ფილმი)კინო როლი1970 — იყო შაშვი მგალობელი — დირიჟორი1996 — ყაჩაღები. თავი VII — დირიჟორიჯილდოებისაქართველოს სახალხო არტისტი 1978 წელსსაბჭოთა სახალხო არტისტი (1985 წელს)რუსთაველის პრემია (1977 წელს)სახელმწიფო პრემიაშრომის წითელი დროშის ორდენისაპატიო ნიშანი
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები