შესახებ
ჯემალ ბაღაშვილი – დაიბადა 1941 წელს.
1968 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი – მეტალურგიული ფაკულტეტი. ასევე უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური ენის განხრით.
1961 წლიდან- 1964წლამდე გახლდათ პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრის გიტარისტი;
1964 წლიდან 1968 წლამდე – ვოკალურ–საკრავიერი ტრიოს „ლილეს” სოლისტი;
1968 წლიდან კი ანსამბლ „ივერიის” სოლისტი და ანსამბლის მიერ დადგმული მიუზიკლების ავტორი;
მრავალი საკონცერტო პროგრამის სცენარის ავტორი და რეჟისორი.
ჯემალ ბაღაშვილს ეკუთვნის მრავალი სასიმღერო ტექსტი და იუმორისტული ნომერი.
1980 წელს – მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.
1995 წლიდან შოუ–ბიზნესცენტრის „ლომისის” გენერალური დირექტორი და სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მთავარი რეჟისორია.
1996 წელს დაჯილდოვდა – ღირსების ორდენით
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები