შესახებ
ლაშა ღლონტი – დაიბადა ქ. ბათუმში 1970 წლის 8 დეკემბერს. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.
სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სამედიცინო აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქირურგად სხვადასხვა კლინიკებში, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში სამედიცინო მენეჯმენტის კუთხით. დღეისათვის მუშაობს კომპანია medicaal-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, ასევე დაკავებულია ბიზნეს საქმიანობით. არის ბათუმის საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენის კავალერი.
მუსიკალური კარიერა: სკოლის პერიოდში იყო სკოლის ვაჟთა ვოკალური გუნდის სოლისტი და არაერთი ფოლკლორული ფესტივალისა და ოლიმპიადის გამარჯვებული. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამედიცინო აკადემიის ტრიოს, 2000 წლიდან გურამ თამაზაშვილთან ერთად ანსამბლ ალილოს ხელმძღვანელი, სოლისტი ასევე კვარტეტ ,,ალილოს” მუსიკალური ხელმძღვანელია. მის მიერ შესრულებული სიმღერა ,,მონატრებიხარ ფიქრებს” აღიარებულ იქნა ბოლო დროის ერთერთ ყველაზე რეიტინგულ ქართულ ჰიტად. ასევე 2011 წელს რადიორეიტინგების მიხედვით იგი წლის საუკეთესო ხმად აღიარეს.
2016 წელს მის მიერ შესრულებული სინგლი ,,ოქროყანის აღმართი” მომღერალ ქეთი ფარესაშვილთან ერთად წლის საუკეთესო დუეტი გახდა, ხოლო მამუკა ჩარკვიანის სიმღერით ,,ირმას” მან 2017 წლის საუკეთესო ქალაქური სიმღერის შემსრულებლის ტიტული მოიპოვა.
ლაშა ღლონტი არის მრავალი კონკურსის ლაურეატი, მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ კულტურულ ღონისძიებაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ (აშშ, იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, ჰოლანდია, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უზბეკეთი, რუსეთი და ა .შ) ასევე ის ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული მუსიკალური სტუდიის ,,ლალეს” ხელმძღვანელი, კომპანია ,,geoevent-ის ერთერთი დამფუძნებელი. გადაღებული აქვს 4 კლიპი კვარტეტ ,,ალილოსთან” ერთად (,,მონატრების ღამე”, ,,ალილო”, ,,ოქროყანის აღმართი”, ,,ირმას). მისი სიმღერები შესულია ბიძინა კვერნაძის, რუსუდან სებისკვერაძის, მარიკა კვალიაშვილის, ლილიკო ნემსაძის, ქეთი გაბისიანის და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ალბომებში.
2012 წელს გამოუშვა პირველი სოლო ალბომი სახელწოდებით ,,მონატრებიხარ ფიქრებს“, ამავე წელს სრული ანშლაგით ჩატარდა მისი სოლო კონცერტი ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.
2014 წელს რადიო ჰოლდინგ ფორტუნას მიერ ჩატარებულ „წლის სიმღერის დაჯილდოებაზე” „ოქროს ტალღა” მისმა შესრულებულმა სიმღერამ „მონატრებიხარ ფიქრებს” რადიო „არ დაიდარდოს“ რჩეულის სტატუსი დაიმსახურა.
2018 წელს სრული ანშლაგით ჩატარდა მისი 34 კონცერტი საქრთველოს თითქმის ყველა რეგიონში. ასევე 2018 წლის დეკემბერში გაიმართება მისი საიუბილეო საღამო ნიუ-იორკში, ასევე შემოქმედებითი საღამოები ვაშინგტონსა და ფილადელფიაში.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები