შესახებ
ლაშა რამიშვილი – დაიბადა 1980 წლის 23 ნოემბერს.2001 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – მუსიკალური თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი.2003 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკალური თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი ასპირანტ–ასისტენტურის განყოფილება.2014 წ. დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტის მაგისტრატურა.1999 წლიდან თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. ასევე შესრულებულია აქვს როლები სხვდასხვა სატელევიზიო ფილმებსა და სერიალებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.6 წლის ასაკში პირველად იმღერა რუსეთში დედასთან ერთად დიდ სცენაზე, ცნობილი ქართული სიმღერა „სულიკო“ .1992-1993 წლებში მონაწილეობდა საერთაშორისო კონკურსში „ეარ“, სადაც პირველი ადგილი დაიმსახურა.2008 წელს მოიგო პროექტი „იმღერე რამე“2008 წელს მოიგო თეატრებს შორის გამართული ხალხური სიმღერის კონკურსი, მათი ჯგუფის ხელმძღვანელი გოგი გელოვანი გახლდათ, ჯგუფს სახელად ერქვა „ოდის ბოიზ“.2009 წელს ბეიჯინგში გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე „აზია მიუზიქ ფესტ“ საპრიზო ადგილი დაიკავა.2010 წელს კონკურსზე „სლავური ბაზარი“ საპრიზო ადგილი დაიმსახურა.გახლავთ მულიავინის პირველი პრემიიის ლაურიატი.2012 წელს ყირიმის მუსკალურ ფესტივალზე, რომელიც ალა პუგაჩოვასა და სოფია როტარუს ხელმძღვანელობით ჩატარდა, ფინალში გავიდა.სიმღერამ „ქალი ვაი რა ქალი” ლაშა რამიშვილის განსკაუთრებული პოპულარობა მოუტანა.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები