შესახებ
ლელა თათარაიძე – დაიბადა 1949 წლის 3 ივლისს ზემო ალვანში.მომღერალი, სოლო შემსრულებელი (გარმონი, ფანდური) სიმღერების ავტორიიგი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში დაიბადა. საშუალო განათლება ალვანის სკოლაში მიიღო. 1971 წელს თბილისის, სერგო ზაქარიაძის სახ. კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაამთავრა.მთელი ცხოვრების მანძილზე, ლელა თათარაიძე მშობლიურ ალვანში მოღვაწეობას წარმატებით უთავსებდა თბილისის შემოქმედებით ცხოვრებას. მუშაობდა ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილებაში , შემდეგ, თბილისში, საქართველოს სახ. ფილარმონიაში, ხალხურ საკრავთა სახელმწიფო ორკესტრში უკრავდა. გარკვეული ხანი ზემო ალვანის საშუალო სკოლაში სიმღერის მასწავლებლად და გუნდის ხელმძღვანელად მუშაობდა. ამას სახელმწიფო ფილარმონიის ფოლკლორულ ანსამბლის სოლისტობა მოჰყვა.პარალელურად საქართველოს სახ. ტელე-რადიო კომიტეტის ფოლკლორულ ანსამბლ „კელაპტრის” სოლისტი იყო. სოფელ ქვემო ალვანში ჩამოაყალიბა ქალ-ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „თუშეთი”.1992 წლიდან მუშაობდა მერაბ კოსტავას სახ. ეროვნულ თეატრში, სპექტაკლების მუსიკალურ გამფორმებლად და მსახიობად. პარალელურად ხელმძღვანელობდა ქალთა ფოლკლორულ ტრიო „ქართულ ჰანგს”.2000 წელს ქალთა ვოკალურ-ინსტრუმენტული კვარტეტი „კესანე” ჩამოყალიბდა. ლელა თათარაიძე კვარტეტის უცვლელი ხელმძღვანელია.ხშირად მონაწილეობდა კულტურულ პროექტში: ოლიმპიადებსა და ფესტივალებში (საქართველოს და ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით). მრავალი ოქროს მედლისა და პრიზის მფლობელია. პერიოდულად მონაწილეობს ტელე-რადიო გადაცემებში. სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს ოქროს ფონდში ლელა თათარაიძის შემოქმედების მრავალი ნიმუში ინახება. იგი მრავალი ცნობილი სიმღერისა და მუსიკალური თემის ავტორია. დამუშავებული და არანჟირებული აქვს თუშური მელოდიები.დისკოგრაფია“ვერცხლის თასადამც მაქცია” – “მელოდია”, სოლო გრამ-ფირფიტა, 1988“დილის ჯანღი” – ჰოლანდია – შერეული CD, 1999“სულის სალბუნი” – კვარტეტ “კესანე” – CD, საფრანგეთში, 2002“კელაპტარი” – 2 CD, 2003-2004 .“სამცხის ღამე” – სოლო CD, სტ.”ქართული ჩანაწერები”, 2005“ლელა თათარაიძე” – სოლო CD, სტ.”Sound Orbit”, 2007
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები