შესახებ
ნათია ქოროღლიშვილი – დაიბადა 1983 წლის 15 ივლისს გურჯაანში. სიმღერის და ცეკვის ნიჭი მამისგან, გურჯი ყოჩაშვილისგან გადაეცა. სიმღერა დაიწყო 6 წლის ასაკში. პირველი სიმღერა „თუ ასე ტურფა იყავი“ მამამ ასწავლა და ფანდურზე თავადვე უკრავდა.სწავლობდა მუსიკალურ სკოლაში, ცეკვავდა და მღეროდა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში „გურჯაანი“, ჰქონდა გამოსვლები როგორც რეგიონში, ასევე საქართველოს მაშტაბით და მსოფლიო ხალხთაფესტივალებზე, საფრანგეთში, იტალიაში…შემდეგ ეტაპი მის მუსიკალურ კარიერაში გახლდათ „ჯეოსტარი“, ამ პროექტმა შეცვალა მისი ცხოვრება, გაიზარდა მისი ცნობადობა, დაიწყო ახალი სიმღერების ჩაწერა და ხალხმა შეიყვარა ისინი.მისი შესრულებული სიმღერებიდან ხალხს „კახეთო“ გამორჩეულად უყვარს, რომელიც ქართულ ხმებთან ერთად შეასრულა.სინგლები:„არ დამტოვებ არასდროს“ – გიო ხუციშვილთან დუეტი, ლექსი: ნანა ცინცაძე, მუსიკა: ლილიკონემსაძე„თბილისი“ ლექსი ნანა ცინცაძე, მუსიკა ლილიკო ნემსაძე.„მონატრების ბილიკი“ ლექსი ცინცაძე, მუსიკა მაყვალა ხორბალაძე.„მოლოდინის წამები“ ლექსი ცინცაძე, მუსიკა თეა ჯინორია.„მაისი“ ლექსი ცინცაძე, მუსიკა ჯუმბერ ამანათაშვილი.„ნუ დამიძახებ დასაო“ ლექსი ცინცაძე, მუსიკა დავით არჩვაძე.„გული გათბება“ ლექსი ცინცაძე , მუსიკა ნატო თოთიბაძე.„ტანგო“ ლექსი ცინცაძე , მუსიკა მანანა იმედაძე.„რახდება და რატომ ხდება“ ლექსი პეტრე გრუზინსკი, მუსიკა გოგი ცაბაძე.„ლალე“ ლექსი ცინცაძე, მუსიკა მიშა მდინარაძე.„კახეთო“ ლექსი იოსებ ნონეშვილი, მუსიკა ნუნუ დუღაშვილი.„მეგობრობა“ გიორგი ბუშელაშვილთან დუეტი: ლექსი ცინცაძე, მუსიკა აზარაშვილი.„ნეტაი შენთან მამყოფა“ ლექსი ცინცაძე, მუს.მარიკო კვალიაშვილი.„პოური“ ქსოვრელებთან დუეტი
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები