შესახებ
ნუნუ გაბუნია – დაიბადა 1941 წლის 18 ივლისს, თბილისში.ქართველი კომპოზიტორი და მომღერალი. საქართველოს დამსახურებული არტისტი.1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი.1970 წელს-თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი. მის სიმღერებს დიდი წარმატებით ასრულებენ ცნობილი საესტრადო მომღერლები; ნუნუ გაბუნიას მრავალი სიმღერა წლის საუკეთესო სიმღერად იქნა დასახელებული.1961–1968 წლებში მუშაობდა საბავშვო მუსიკალური გადაცემების რედაქტორად;1971 წლიდან იყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის ორკესტრის სოლისტი;შექმნილი აქვს: ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის – საბავშვო ოპერა „შემოდგომიდან გაზაფხულამდე” ,ოპერეტა „ნანა მღერის სიყვარულზე”, საესტრადო სიმღერები, რომლებიც ჰიტებად იქცა – „მეორე ლეგენდა”, „იავნანა”, „სიმღერა თბილისზე”, „საახალწლო”, „სიმღერა სამშობლოზე”, „სიმღერა იეთიმ გურჯზე”, „სალაღობო”, „ჩემი თბილისი”, „10 ლირიკული სიმღერა”, „4 სიმღერა საქართველოზე” , „6 ლირიკული სიმღერა”, ასევე შექმნილი აქვს მრავალი საბავშვო სიმღერა.დაწერა მუსიკა სპექტაკლებისათვის: თბილისის თოჯინების თეატრი, ქ. საგარეჯოს დრამატული თეატრი, ქ. თელავის დრამატული თეატრი, ქ. ახალციხის დრამატული თეატრი.ასევე შექმნა მუსიკა ანიმაციური ფილმებისათვის: „მონადირე”, „ლურჯა”, „სახლობანა” და „ბულბულის იუბილე”.2012 წელს კომპოზიტორს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები