შესახებ
რეზო და ბავშვები – ჯგუფი 2011 წელს შეიქმნა – რეზო ბლიაძემ ლელო ხოტივარი ერთ-ერთი იუმორისტული გადაცემის შექმნის დროს გაიცნო, სადაც პროდიუსერი გახლდათ. გაიგო, რომ ლელო გიტარაზე უკრავდა და ჯგუფი ჰქონდა, მოისმინა კიდეც მათი სიმღერები, ძალიან მოეწონა და დაიწყეს ორი ჯგუფის ერთობლივად კეთება.
საბოლოოდ, ამ შემადგენლობით დარჩნენ:
რეზო ბლიაძე – ვოკალი
ლევან ხოტივარი – ელექტრო გიტარა
თამუნა ბაბილუა – კლავიში, ვოკალი
დემეტრე გვენცაძე – ბას გიტარა
ბექა ნაფეტვარიძე – დრამი
როდესაც ჯგუფი შექმნეს, 17-18 წლის იყვნენ. დანარჩენი ჯგუფის წევრები მართლა ბავშვები იყვნენ და წარმოდგენა არ ჰქონდათ, რას უკრავდნენ ან რა უნდოდათ ცხოვრებაში. თავდაპირველი იდეა იყო მარტო „ბავშვები“ დაერქმიათ, მაგრამ რეზო მათზე დიდი იყო და თან სიმღერების ავტორიც, შესაბამისად (დანარჩენების მოთხოვნითაც) დაერქვათ „რეზო და ბავშვები“.
მათი სიმღერები ძირითადად სპონტანურად იქმნება და სოციალურ თემებზეა, ჟანრი – პანკ-როკი.
პირველივე სიმღერა აიტაცა მსმენელმა, რაც ჯგუფისთვის სტიმული აღმოჩნდა. მიუხედავად მცირედი პაუზებისა, მრავალი ჰიტი შექმნეს ვიდეორგოლებთან ერთად. მუსიკალურად აფორმებდნენ რამდნიმე შოუს სხვადასხვა ტელეარხზე, პარალელურად იზრდებოდა მსმენელის ინტერესი, რასაც მოჰყვა კონცერტები, ტურნეები, საღამოები და ახალი პროექტები.
2017 წელს მუსიკალურად გააფორმეს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” წლის სიმღერის დაჯილდოვება „ოქროს ტალღა“ და ამავე დაჯილდოვებაზე რადიო „ფორუნა +“-ის რჩეულის სტატუსიც დაიმსახურეს.
აქტიურად განაგრძობენ მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა კონცერტებში და ამარაგებენ ანებივრებენ ახალი სიმღერებით.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები