შესახებ
თემურ ცაგურია – მომღერალი.7 წლამდე ქობულეთში ცხოვრობდა. გამორჩეულია მისი ხმის ტემბრის და შესრულების მანერა, ძირითადად საკუთარ შქმნილ ნაწარმოებებს ასრულებს .როცა თბილისის ომი დაიწყო, თემურს „ბრძოლაში ჩაბმა“ შესთავაზეს… მან უარი უთხრა „აქეთურებსაც, იქითურებსაც“ იმ მოტივით, რომ ქართველს ვერ ესროდა და ,,დროებით“ გაეცალა საქართველოს!..ეს ,,დროებით“ უკვე 24-ე წელია გაგრძელდა. თემური ვაშინგტონში ცხოვრობს მეუღლესთან – ქალბატონ ვერასთან ერთად. შვილები ვიქტორი და მარია ნიუ-იორკში ცხოვრობენ. ვიქტორი დაოჯახებულია. 28 წლის მარია კი ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ ცნობილი ფერმწერია.თემურ ცაგურია იურმალის პირველი კონკურსის პირველი გამარჯვებულია. ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა დროს გამართა კონცერტები, თითქმის ყველა დონის აუდიტორიისთვის და ყოველთვის დიდი წარმატებით სარგებლობდა. ამერიკელებმა ჩვენ თანამემამულეს ქართველი ფრენკ სინატრა უწოდეს.თემურის ოცნებაა თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სოლო კონცერტის გამართვა და საქართველოში გასტროლებით მოგზაურობაა.მისი ცნობილი ჰიტებია – „მივალ მივყვები“ , „დაუკარით“,“ვარსკვლავები“.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები