შესახებ
თემურ წიკლაური – დაიბადა 1946 წლის 22 იანვარს კოჯორში.
სწავლობდა კოჯრის საშუალო სკოლაში. 1972 წელს დაამთავრა ილიას ჭავჭავაძის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. 1967 წლიდან საქართველოს ფილარმონიის მსახიობია. 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი.
მისი რეპერტუარის მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ა. ბასილაიას მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“).
თეიმურაზ წიკლაურის მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1968), „ივერია, სიყვარული და…“(1974), „უმცროსი და“ (1977), „ჩხიკვთა ქორწილი“ (1984), „არგონავტები“ (1985).
2014 წლის 23 იანვარს გაიხსნა თეიმურაზ წიკლაურის ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან.
ჰყავს მეუღლე ლილი ზღვაური და ქალიშვილი ქეთევან წიკლაური.
ფილმოგრაფია
„სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1968),
„ივერია, სიყვარული და…“ (1974)
„უმცროსი და“ (1977)
„ჩხიკვთა ქორწილი“ (1984),
„არგონავტები (1985)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1997 – ღირსების ორდენი
1990 – საქართველოს სახალხო არტისტი
1980 – საქართველოს დამსახურებული არტისტი
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები