შესახებ
თიკა მახალდიანი – დაიბადა 1989 წლის 14 თებერვალს, თბილისში. დაამთავრა უმაღლესი – ტელე-რადიო ჟურნალისტიკა. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.კარიერა დაიწყო მუსიკალურ პროექტში „ნუცას სკოლა”.2002 წელი „ოქროს მართვე”, გრან პრი, ბულგარეთის საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი აიღო, საიდანაც მიიწვიეს იტალიასა და მოსკოვში გადაცემაში „დილის ვარსკვლავი”.16 წლის ასაკში პირველი სატელევიზიო პროექტი „ნუცას სკოლა” გახლდათ , შემდეგ გახდა „ჯეოსტარის” ნახევარფინალისტი. სწორედ ამ პროექტის შემდეგ მოიხიბლა პუბლიკა თიკას შესრულების მანერით. გახლავთ პროექტის „მიმღერე რამე” გამარჯვებული. ასევე პროექტის „ბრავო” ფინალისტი.მონაწილეობა მიიღო „10+10″-ში ქართველი და სომეხი მომღერლების პროექტში. ალბომი ამ ეტაპზე არ აქვს. ტურნეები ხშირად აქვს საქართველოს მასშტაბით მეგობრებთან ერთად. ახლანდელი პროექტი ქართული სიმღერების ახალი ვერსიების შექმნაა ბენდთან ერთად.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები