LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულ უფრო და უფრო ლამაზი“ – 81 წლის სუზანა ვიეირას უახლესი ფოტოები

165
page

ბრაზილიური სერიალების ვარსკვლავი, „სერიალების პირველ ლედიდ“ წოდებული სუზანა ვიეირა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერიას ავრცელებს. ის ამჯერად საკუთარი სახლის აივანზე დგას და ოთხფეხა მეგობართან ერთად პოზირებს.

აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავი ასაკის მიუხედავად იდეალურად გამოიყურება. 81 წლის მსახიობი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია. მედიაში წერენ, რომ სუზანა წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო მშვენდება.

„ქალი, რომელიც არ ბერდება“ – 81 წლის სუზანა ვიეირას უახლესი ვიდეოები „ინსტაგრამიდან”

ცნობისთვის, ვიეირამ კარიერა 60-იან წლებში დაიწყო, მისი  მონაწილეობით კი ბოლო სერიალი ეკრანებზე 2019 წელს გამოვიდა. სუზანას ყველაზე პოპულარული სერიალებია: „ტროპიკელი ქალის საიდუმლო“, „ახალი მსხვერპლი“, „საბედისწერო ქალბატონები“, „ოცნების კოშკები“ და სხვა. ვიეირა 4-ჯერ იყო დაქორწინებული, მას ორი შვილი ჰყავს.

ვიდეო: ქალი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არ შეცვლილა – 81 წლის სუზანა ვიეირა რიოს კარნავალზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები