გერმანელმა სუპერმოდელმა და ტელეწამყვანმა, ჰაიდი კლუმმა საკუთარი რესტორნის – Crazy Pizza გახსნიდან 3 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა.
სადღესასწაულო საღამოს ჰაიდის ოთხი შვილიდან სამი – ლენი, ჰენრი და იოჰანი დაესწრნენ, რომელთაც დედას მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადეს.
ოჯახის გარდა, წვეულებაზე ჰაიდის ახლო მეგობარი და პროექტ America’s Got Talent-ის თანაწამყვანი, სოფია ვერგარაც გამოჩნდა.
სტუმრებმა საღამო მხიარულად გაატარეს, რაც მათ მიერ სოციალურ ქსელებში გაზიარებულ კადრებშიც აისახა.
Crazy Pizza პოპულარული კვების ქსელია, რომლის ფილიალიც ჰაიდიმ ყოფილ პარტნიორთან, ბიზნესმენ ფლავიო ბრიატორესთან თანამშრომლობით ნიუ-იორკში 2024 წელს გახსნა.