LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ გაბუნია პრემიერის რეკომენდაციების დარღვევით ქეიფზე: ჩემს სუბიექტურ აზრს აქ ნამდვილად არ გავაჟღერებ

69
თამარ-გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ქეიფზე მის სუბიექტურ აზრს საჯაროდ ვერ გააჟღერებს.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე კი – ხომ არ აქვს რაიმე მითითება ან რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროს პრემიერ-მინისტრის საქციელზე, გაბუნიამ უპასუხა:

„ამასთან დაკავშირებით პრემიერმა თავად გააკეთა კომენტარი, მე ჩემს სუბიექტურ აზრს აქ ნამდვილად არ გავაჟღერებ. პასუხი ცნობილია. ხალხმრავლობა და ზოგადად, ასეთი ტიპის ღონისძიებები, ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთხელ გააჟღერა, რომ არის გარკვეულწილად სარისკო.

ეს ამბავი ყველამ ვიცით. თუმცა, არსებობს გარკვეული გარემოებები იმისთვის, რომ წესების დაცვის რაღაცა მსგავსი… თუმცა, ხალხმრავლობა ჩვენთვის არცერთ შემთხვევაში მისაღები არ არის,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g