აშშ-ში მოღვაწე ქართველი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში სასიამოვნო ამბავს გვიზიარებს.
საყვარლიშვილი აღნიშნავს, რომ ისტ ჰემპტონში, ქართველი მხატვრის სერგო თბილელის გამოფენა გაიმართა, რასაც ბილ კლინტონიც დაესწრო.
„დღეს ძალიან მაგარი ამბავი მოხდა და მინდა გაგიზიაროთ.
დავიწყებ სულ თავიდან.
2024 წელს Tamara Kalandiya მირეკავს და მეუბნება, რომ ძალიან მაგარი ხალხია ჰემპტონებში და მე ისინი უნდა გავიცნო.
ეს ხალხი არის გენიოსი ქართველი მხატვრის, ბატონი #სერგო #თბილელის უძვირფასესი ოჯახი: მეუღლე #ქეთი, შვილები: #მიკა, #ნიკა და #მარიამი.
ეს ის ხალხია, ჰემპტონ #art #fair-ზე #Southhampton-ში ქვევრი რომ გამოაგორეს და Tamuna Kemertelidze ძალიან მაგარი სიუჟეტი გააკეთა მათზე, ამერიკის ხმა-სთვის. ( ბევრჯერ გამიზიარებია ეგ სიუჟეტი აქ.)
მოკლედ, გავიცანი ეს ძვირფასი და კრეატიული ოჯახი.
ალექსანდრეს ჰყავდა ბავშვობის მეგობარი #ჯეფრი ბერგანი, რომელსაც გალერიები აქვს ნიუ-იორკ სითიში და ლონდონში.
სამწუხაროდ ჯეფრი გარდაიცვალა, თუმცა მოვასწარი რომ ქართველი გენიოსი მხატვარი მისთვის გამეცნო.
გარდაცვალებამდე გაეროში მათ გამოფენაზეც მოვიდა.
აღფრთოვანებული იყო ბატონი სერგოს ნამუშევრებით.
შემდეგ მისი ოჯახი, ცოლი დორიენი და შვილები გააცნო ალექსანდრემ.
ერთი შვილი ქეისი 6 საათი მანქანით წაიყვანა ნიუ-იორკიდან კემბრიჯში, ჰარვარდის უნივერსიტეტში რომ ბატონი სერგოს და სხვა ქართველი მხატვრების ნახატები ეჩვენებინა. ღმერთმა დალოცოს ჩემი ალექსანდრე. კი იცით, არც ერთი ამერიკელი არ გადადებს თავის საქმეს და ერთ დღეში, წავა-წამოვა ამხელა გზაზე. ჩემმა და ქართული კულტურის სიყვარულმა გააკეთებინა. ასევე თბილელების ოჯახზე გიჟდება.
ხომ იცით ამერიკელები როგორები არიან. ყველაფერში დრო სჭირდებათ, სანამ კარგად გაგიცნობენ, სანამ ნდობას მოიპოვებ.
ორწლიანი თავდაუზოგავი შრომისა და თხოვნის შედეგად, დღეს, ისტ ჰემპტონში, #Ashawagh #Hall-ში, ბატონი სერგოს ექვსი ნამუშევარი ჰკიდია.
დღეს კი, თავად ბილ კლინტონს მოუნახულებია და ფოტო გადაუღია, ბატონი სერგოს ნახატებთან.
ნელ-ნელა ქართული კულტურა ჰემპტონებს კი არა, ნიუ-იორკს დაიპყრობს. წარმატებები ბატონ სერგოს.
დიდი მადლობა #ACA #Galleries, #Vaughn #Bergen, #Dorian Bergen, #Kayla Rose Bergen და ჩემს დიდებულ ალექსანდრეს.
პირველ ფოტოზე ბილ კლინტონი ბატონი სერგოს ნახატების წინ. მეორეზე მე და ჯეფრი, ღმერთმა აცხონოს მისი სული.
მესამე ფოტოზე ჯეფრი თბილელების ოჯახთან ერთად.
სიყვარულით, ცისნამი,“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.
