LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავისუფლად შეიძლება წყვილს ერთად არ ჰყავდეს შვილი, მაგრამ ცალ-ცალკე აბსოლუტურად ნაყოფიერები იყვნენ…“ – რა არის უშვილობის ყველაზე ხშირი მიზეზი? ექიმი ემბრიოლოგი, ნინო მუსერიძე უნაყოფობის მიზეზებზე

413
ნინო მუსერიძე

რა არის უშვილობის ყველაზე ხშირი მიზეზი? – ამ კითხვაზე უპასუხა სოფო ჯაფარიძის გადაცემაში „მედგიდი“ ექიმმა ემბრიოლოგმა, ნინო მუსერიძემ განაცხადა.

სპეციალისტი ამბობს, რომ უნაყოფობის მიზეზი შესაძლოა ოთხი ფაქტორი იყოს.

„უნაყოფობის მიზეზი სულ ოთხია – ეს არის ქალის ჰორმონალური სისტემის დისბალანსი, მამაკაცის ფაქტორი, ენდომეტრიოზიც შეიძლება იყოს ამის მიზეზი, ან ორივე შეიძლება ერთად და მილების ფაქტორი. შესაბამისად მთავარი არის, რომ ვიცოდეთ რა არის უნაყოფობის მიზეზი. ასევე მიზეზი შეიძლება იყოს თვითნებური აბორტები, რომელიც ძალიან ხშირად არის და ასეთი პაციენტები, რომლებსაც უწყდებათ ორსულობები, თვლიან რომ უნაყოფობა არ არის მათი პრობლემა, მაგრამ შვილი არ ჰყავს, ესე იგი არის უნაყოფობა. რეალურად იმ წყვილებში, სადაც არის ამდენი შეწყვეტილი ორსულობა, მაგალითად დღეს მყავს პაციენტი, რომელსაც 7 შეწყვეტილი ორსულობა აქვს. თავისუფლად შეიძლება წყვილს არ ჰყავდეს ერთად შვილი, მაგრამ ცალ-ცალკე ისინი შეიძლება აბსოლუტურად ნაყოფიერები იყვნენ…“ – ამბობს ექიმი.

@medguide1

🟠რა არის უშვილობის მიზეზი?! _____________________________ 🔗 გადაცემის სრულად სანახავად გადადით ჩვენს იუთუბის არხზე🧡

♬ original sound – Medguide-მედგიდი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები