თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, საქმეში რამდენიმე არასრულწლოვანი ფიგურირებს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, რაც გულისხმობს იძულებას [ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება].
