LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია: ბოლო დღეების განმავლობაში ყალბი „ექაუნთებისა” და საიტების საშუალებით კახა კალაძის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

168
kaladze-43_w_h

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ყალბი „ექაუნთებისა” და საიტების საშუალებით კახა კალაძის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება.

მერია საზოგადოებას მოუწოდებს, არ გადავიდნენ აღნიშნულ საიტებზე, რადგან მათი თქმით, აღნიშნული საიტები მიმართულია მეტი ადამიანის მოზიდვისა და თაღლითურ სქემებში საზოგადოების ჩართვისკენ.

„გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ე.წ. ფეიქ ნიუსებს. კერძოდ, ბოლო დღეების განმავლობაში ყალბი „ექაუნთებისა” და საიტების საშუალებით ვრცელდება დეზინფორმაცია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შესახებ.

საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ არ შევიდნენ შეცდომაში, არ გადავიდნენ აღნიშნულ საიტებზე, რადგან ეს არის, სავარაუდოდ, თაღლითური მიზნით სარეკლამო დანიშნულებით შექმნილი საიტები. მსგავსი სახის საიტები მიმართულია მეტი ადამიანის მოზიდვისა და თაღლითურ სქემებში საზოგადოების ჩართვისკენ.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია, რაც აღნიშნულ საიტებზეა მოცემული, სიმართლეს არ შეესაბამება. აქვე გთხოვთ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის ან უშუალოდ კახა კალაძის შესახებ გავრცელებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადაამოწმოთ დედაქალაქის მერიის პრესსამსახურთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები