გუშინ, თბილისში კაცმა ყოფილი ცოლი და მისი თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დადიანის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონში მოხდა, სადაც ქალი მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია სალონში მომუშავე კიდევ ერთი ქალი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-11 პრიმა მეორე ნაწილით დაწყებულია, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ოჯახის წევრის მიმართ ითვალისწინებს.