თბილისში, პირიმზის შენობის ბოლო სართულზე ახალი რესტორან-ლაუნჯი „Floor 8” გაიხსნა. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას „Floor 8”-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნიკა დვალიძემ განაცხადა, ლაუნჯი გამოირჩევა მყუდრო გარემოთი, შთამბეჭდავი ხედებით, ქართულ-ევროპული კერძების ნაზავით, განსხვავებული კოქტეილ მენიუთი და ამ ყველაფერთან ერთად, მომხმარებელს ქართველი მუსიკოსებისა და ბენდების შემოქმედებას სთავაზობს.
”ასევე სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ორიგინალური ფორმით მომზადებული ქართული კერძები და ექსკლუზიური ღვინო. პოპულარული კერძებიდან გურმანებს შეუძლიათ გასინჯონ სალათი ბადრიჯნით და თხის ყველით სულ რაღაც 14 ლარად”, – განაცხადა ნიკა დვალიძემ.
მისივე ინფორმაციით, რესტორანი სხვა მსგავს დაწესებულებებთან შედარებით მომხმარებელს 5-10 %- ით დაბალ ფასებს სთავაზობს და საღამოს 18:00 საათიდან ბოლო სტუმრის წასვლამდე ემსახურება კლიენტებს.
დვალიძის თქმით, რესტორან-ლაუნჯის გახსნას უკრაინელი მომღერალი, ტელეწამყვანი და დიჯეი ივან დორნიც დაესწრო. ” ყველა ღისშესანიშნავი დღე განსაკუთრებულად აღინიშნება „Floor 8” -ში სპეციალურად ამ დღისთვის დაგეგმილი მუსიკალური პროგრამით. უახლოეს მომავალში ბობ მარლის დაბადების დღისთვის, 6 თებერვალს იგეგმება ივენთი, სადაც გაჟღერდება მომღერლის ყველაზე ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ჰიტები”, -აღნიშნა „Floor 8”-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.