LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თემურ უგულავა ზრუნავდა ყველაზე, ის არ იყო ადამიანი, რომელიც ზრუნავდა თავის თავზე, ის იყო ხალხისთვის…“ – რა გაიხსენა ნინო ზამბახიძემ თემურ უგულავაზე 

234
ნინო ზამბახიძე, თემურ უგულავა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე 56 წლის ასაკში გარდაცვლილ ბიზნესმენს, თემურ უგულავას Founders Club Podcast-თან ინტერვიუში იხსენებს.

ნინო ზამბახიძე ამბობს, რომ თემურ უგულავა იყო ადამიანი, რომელიც ხალხზე ზრუნავდა:

„რაც მასში მომწონდა იყო ის, რომ ზრუნავდა ყველაზე, ის არ იყო ადამიანი, რომელიც ზრუნავდა თავის თავზე. იყო ხალხისთვის იმიტომ, რომ ხშირად დავმსხდარვართ, გვისაუბრია, ან მენიუ დგებოდა და იქ მომიწევდა ყოფნა, ან რაღაცას აკეთებდა… ამბობდა, რომ ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. ხშირად მითქვამს, მაგალითად სოფლის მეურნეობის პროდუქტზე, რომ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყიდი ამ პროდუქტს და უთქვამს, რომ გავიგე, მაგრამ ხომ უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს შესაძლებლობა რომ იყიდოსო“, – ამბობს ნინო ზამბახიძე.

ცნობისთვის, ბიზნესმენი თემურ უგულავა 22 ივნისს 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„დიდებული ადამიანი წავიდა… თემურ უგულავა…“ – ია ფარულავა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები