შანხაის სავაჭრო კომპლექსის Jind’an–ის მიწისქვეშა პარკინგზე მსოფლიოში ყველაზე დიდი დასამუხტი სადგური განთავსდა. „ტესლას“ სადგურს შეუძლია რომ ერთდროულად 72 ავტომობილს მოემსახუროს.
ჩინური სადგური კალიფორნიის სადგურის გახსნიდან ერთ თვეში ამუშავდა. ჩინური სადგური ყველაზე დიდია, თუმცა არა ყველაზე მძლავრი. ჩინელები 150 კილოვატ საათიან მოწყობილობას იყენებენ, როცა კალიფორნიაში მინიმალური სიმძლავრე 250 კილოვატ საათია. ორი სადგურის სიჩქარეებს შორის სხვაობა საკმაოდ შესამჩნევია, სტატისტიკა მოწმობს, რომ სწრაფ სადგურს ავტომობილის სრულად დამუხტვა ჩვეულებრივზე 2–ჯერ უფრო სწრაფად შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ „ტესლამ“ 2020 წელიც შეაჯამა და როგორც გაირკვა კომპანიამ 509 737 ელექტრომობილის გაყიდვა შეძლო, რაც 2019 წელთან შედარებით 40%–ით უფრო მეტია. 2020–ისთვის კი ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია.
World’s Largest Tesla Supercharger Station just opened in Shanghai with a whopping 72 Stall. Congrats @elonmusk @teslacn #Tesla #TeslaChina #China #Supercharger #特斯拉 #中国 $TSLA pic.twitter.com/HMroUdUZSy
— Jay in Shanghai ?? (@JayinShanghai) December 31, 2020