ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა ცხოვრებაც უახლოესი 7 თვის განმავლობაში კარდინალურად შეიცვლება და ეს მოხდება სხვა ადამიანების მეშვეობით – ასტროლოგი სოფიო ბზეკალავა zmna.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ გარდამტეხი ცვლილებები სხვების მეშვეობით ზოდიაქოს სამ წარმომადგენელს ელის, რომელთათვისაც ეს პერიოდი პიროვნული ზრდისა და ძველი შეცდომების გადაფასების შესაძლებლობა იქნება.
„პირველი ადამიანი, ვის ცხოვრებაშიც გრანდიოზული და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოდის, ეს არის ვერძი. ვერძის ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან მოდის ძალიან რეალური შანსები, საბოლოოდ გაერკვნენ პირად და პარტნიორულ ურთიერთობებში. ვერძის შემთხვევაში, უახლოესი შვიდი თვის მანძილზე პარტნიორი იქნება ზუსტად ის სარკე და მნიშვნელოვანი პრიზმა, ვისი მეშვეობითაც თქვენ თქვენი თავის უკეთ დანახვას, უფრო მეტად შეყვარებას და ძალიან ბევრი შეცდომის გაანალიზებას და ასევე გამოსწორებას მოახერხებთ.
რიგით მეორე ზოდიაქოს ნიშანი, ვისთვისაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უახლოესი შვიდი თვის მანძილზე სხვა ადამიანები და მათი პრიზმიდან საკუთარი თავის განსხვავებული ვერსიის პოვნა, ეს არის მორიელი. მორიელის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მიმდინარე შვიდი თვის მანძილზე მოუწევთ წარსულში შესვლა და წარსულთან დაბრუნება, წარსულში დარჩენილ ადამიანებთან დაბრუნება და ძალიან ბევრი ვინმესთვის და რამისთვის საკუთარი სახელის დარქმევა. იმიტომ, რომ მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი საკუთარი თავის რწმენის დაბრუნება და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნიუანსის გადაფასება, იმისთვის, რომ თქვენმა ცხოვრებამ ახალი ფერებით და ასე ვთქვათ, ახალი მიზნებით სვლა შეძლოს.
და ბოლო ნიშანი, რომლისთვისაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება უახლოესი შვიდი თვის მანძილზე, ოღონდ ეს პერიოდი იქნება დაკავშირებული სხვა ადამიანებთან, ეს არის ტყუპები. ტყუპის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ვეტყოდი ერთ რამეს: დრო დადგა, ისევ შეიყვაროთ. დრო დადგა, ისევ მოუსმინოთ საკუთარ გულს, იმიტომ რომ თქვენს შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოდის იმ ადამიანების მეშვეობით, ვისაც უყვარხართ, ვისაც უყვარხართ უპირობოდ და უყვარხართ ისეთი, როგორიც ხართ სინამდვილეში და არა ისეთი, თუ რა ნიღაბს ატარებთ ყოველდღიურობაში, თქვენი შინაგანი ურთიერთობა სამყაროს დასასწავლად“
