LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტროი სივანმა მადონას ჰიტის სემპლითა და იან მაკკელენის გახმოვანებით ახალი სინგლი და კლიპი გამოუშვა

135
photo-collage.png - 2026-09-20T130621.115

ტროი სივანიმა ახალი სინგლი – Party გამოუშვა. ეს არის რიგით მეორე სიმღერა ავსტრალიელი არტისტის მეოთხე სტუდიური ალბომიდან – She’s the Best, რომელიც 9 ოქტომბერს გამოიცემა.

ნიკოლ კიდმანის დებიუტი მუსიკალურ კლიპში – ტროი სივანმა ახალი ალბომი დააანონსა

ტრეკი აგებულია მადონას 2000 წლის საკულტო ჰიტის – Music სემპლზე. ტროიმ აღნიშნა, რომ თავად მადონამ მისცა მას ამ სემპლის გამოყენების უფლება.

მუსიკალურად ტროი აგრძელებს კლუბური, ქვიარ-პოპ და ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ხაზს. მისი თქმით, სიმღერა შექმნილია სპეციალურად საცეკვაო მოედნისთვის, სადაც მუსიკის განმეორებადობა ჰიპნოზურ ეფექტს ქმნის. თემატურად კი, ტრეკი ასახავს კონტრასტს კლუბურ თავისუფლებასა და იმ მარტოობას შორის, რომელიც მუსიკის გაჩერების შემდეგ დგება.

სიმღერის პროვოკაციული და ბაროკოს სტილის მუსიკალური ვიდეო რეჟისორმა, გორდონ ფონ შტაინერმა გადაიღო. კლიპში ტროი შუა საუკუნეების რაინდის როლში გვევლინება. განსაკუთრებული სიურპრიზია ის, რომ ვიდეოს ხმოვანი ტექსტით ლეგენდარული მსახიობი, იენ მაკკელენი აფორმებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები