„სტრიდორი გამოიხატება ხმაურიანი შესუნთქვით და მას შესაძლოა სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს ბავშვთა ასაკში“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პედიატრი, თამარ ობგაიძე წერს.
სპეციალისტი იმ მიზეზებს განმარტავს, რაც ბავშვებში სტრიდორს, ანუ ხმაურიან სუნთქვას იწვევს:
„სტრიდორი გამოიხატება ხმაურიანი შესუნთქვით და მას შესაძლოა სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს ბავშვთა ასაკში, მთავარი და უხშირესი მიზეზი, ეს არის კრუპის სინდრომი. ასევე შეიძლება შეხბდეს ლარინგოსპაზმი ალერგიული დაავადებების დროს და ხორხის უცხო სხეული, რომელიც ასევე გამოიხატება ხოლმე სტრიდორით. არსებობს თანდაყოლილი სტრიდორი და მასაც სხვადასხვა მიზეზი შესაძლოა ჰქონდეს. მათგან ყველაზე ხშირად გვხვდება ნაკლებად საფრთხის შემცველი სტრიდორი, თანდაყოლილი სახის, რომელიც გამოიხატება დაბადებისთანავე და რომლის მთავარი მიზეზი გახლავთ რბილი ხორხსარქველი, მისი ნაოჭების ერთმანეთტან ახლოს მდებარეობა, როს გამოც შესუნთქვის დროს ეს ნაოჭები ერთმანეთს ეკვრიან და წარმოიქმნება სპეციფიური ხმაურიანი სუნთქვა. როგორ უნდა მივიტანოთ ამაზე ეჭვი? – ბავშვს დაბადებიდანავე ამჩნევთ ხმაურიან სუნთქვას და ეს სუნთქვა გამოიხატება დატვირთვის – კვების, ტირილის დროს, ხოლო ძილის დროს, მოსვენებულ მდგომარეონბაში, ბავშვი სუნთქავს ჩვეულებრივად. საბედნიეროდ გამოსავალი არის დადებითი, რაიმე გართულება მოსალოდნელი არ არის. მისი ინტენსივობა თანდათან მცირდება და საბოლოოდ 2 წლის ასაკისთვის ქრება სრულიად…“- ამბობს ექიმი.
