LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ დედა ეუბნება შვილს, რომ ტკბილი არ შეიძლება, იქით ბებია აჭმევს ჩუმად, აქეთ ბაბუა, ან მამა – ორმაგი სტანდარტები ბავშვისთვის დამაზიანებელია… თქვენ აძლევთ იმის უფლებას, რასაც დედა უკრძალავს, წესებს არ მიჰყვებით, ეს უბრალოდ ბოროტებაა…“ – ინკლუზიური განათლების სპეციალისტის, თინათინ გობაძის მიმართვა

198
თინათინ გობაძე

ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, თინათინ გობაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.

გობაძე ამბობს, რომ ხშირად დედები ოჯახის სხვა წევრებთან შვილის აღზრდისას წინააღმდეგობებს აწყდებიან.

სპეციალისტი მოუწოდებს ოჯახის წევრებს, გაუფრთხილდნენ დედის ფსიქიკას და შვილის აღზრდის პროცესში, მის მიერ დადგენილ წესებს მიჰყვნენ.

„ხშირად იკვეთება მშობლებთან კონსულტაციისას ასეთი „ქეისები“, დედები წუხან, ამბობენ, რომ ვიცი, ჩემს შვილთან ეს არის სწორი, ვიცი, რომ შვილისთვის არ არის რეკომენდებული ადრეულ ასაკში ტკბილეული, დიდხანს ეკრანთან ყოფნა, მაგრამ ოჯახის სხვა წევრებს აქვთ სხვა სტანდარტი. მაგალითად თუ დედა ეუბნება შვილს, რომ ტკბილი არ შეიძლება, იქით ბებია აჭმევს ჩუმად, აქეთ ბაბუა, ან მამა… ეს ორმაგი და სამმაგი სტანდარტები ბავშვისთვის დამაზიანებელია, არათუ სიკეთის მომტანი. თქვენ თუ თვლით, რომ თქვენ კეთილი ხართ და ამიტომ აძლევთ იმის უფლებას ბავშვს, რასაც დედა უკრძალავს, რომელსაც წესები აქვს დაწესებული და ამ წესებს არ მიჰყვებით, ეს უბრალოდ ბოროტებაა, ეს არის ძალიან მიუღებელი ქცევა. ასე თქვენ უბრალოდ აზიანებთ ბავშვის და დედის ნერვიულ სისტემას. დედები უბრალოდ ვეღარ უძლებენ ამ წნეხის ქვეშ ცხოვრებას, დედები შველას ითხოვენ, გაიგეთ მათი ხმა. დედები, რომლებიც მუდმივად 24|7 არიან ისეთ შრომაში, რომელიც საერთოდ არ ჩანს, რომ შვილის საჭიროებები დააკმაყოფილოს, ხელი შეუწყოს მის განვითარებას, თქვენ აქეთ დედის ნერვიულ სისტემას აზიანებთ, დედა არის მუდმივად შფოთვის ქვეშ, რადგან უწევს ბრძოლა საკუთარ ოჯახის წევრებთან, დააცადეთ დედას, ნუ უწევს თქვენთან ბრძოლა. როცა დედა იტყვის, რომ ეს ასეა ჩემს შვილთან, მიჰყევით მას. თუ მართლა გიყვართ თქვენი შვილი, თქვენი შვილიშვილი, სხვა წესებს ნუ სთავაზობთ ბავშვს, პირიქით, პატივი ეცით დედის გადაწყვეტილებას და მხარი დაუჭირეთ დედას, დედას ნუ უწევს დამატებით თქვენ გეჭიდაოთ. თუ გინდათ, რომ ჯანსაღი ფსიქიკა ჰქონდეს ბავშვს, მაშინ გაუფრთხილდით დედის ფსიქიკას…“ – ამბობს თინათინ გობაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები