„ტრადიციული მეთოდები არ არის რეკომენდებული…“ – ამის შესახებ პედიატრმა, თემურ მიქელაძემ გადაცემაში, „დილა მშვიდობისა საქართველო“ განაცხადა.
პედიატრი აღწერს, რა არ უნდა გაკეთდეს და რა უნდა მოვიმოქმედოთ ცხელების დროს:
„განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ბავშვებში წამოვიდა ფსიქოგენური ცხელებები, რომელიც დაკავშირებულია გაჯეტებთან – უმართავია ცხელება, ზოგ შემთხვევაში შეიძლება 41 გრადუსამდეც ავიდეს…“ – რას ამბობს პედიატრი, თემურ მიქელაძე ტემპერატურისა და ეკრანდამოკიდებულების კავშირზე
„სწორი თერმომეტრია (ტემპერატურის გაზომვა) ეს არის ელექტროთერმომეტრია და არა ვერცხლის წყლის თერმომეტრია…“
„თუ გაყინულ კიდურებზე პირიქით სველ წინდებს ჩააცმევთ, როგორც წესი შეიძლება ტემპერატურა 41 გრადუსამდე აწიოთ და მოხდეს გულყრა. საერთოდ, ტრადიციული მეთოდი, ეგრეთ წოდებული დაზელვები, ეს იქნება თბილი წყლით (არანაირი სპირტი არ არის ამ დროს რეკომენდებული) შეგვიძლია გამოვიყენოთ თუ ბავშვის მდგომარეობა გვაძლევს ამის საშუალებას, თუმცაღა ტრადიციულ მედიცინაში, როდესაც მიღებულია ანტიპირატიული საშუალებები და უსაფრთხოა, როგორც ცენტრალური, ისევე პერიფერიული, ასეთ რეკომენდაციას, რომ ბავშვი დაზილონ, მე არ ვაძლევ, თუმცა თუ არის მძიმე ნევროლოგიური დარღვევები, მქონია ასეთი შემთხვევა რომ 41 გრადუსიდან ვერ ჩამოგყავს სიცხე (სითბური დაკვრა და ასე შემდეგ) ამ შემთხვევაში ბავშვი შეგვიძლია მოვათავსოთ თბილ აბაზანაში, როდესაც ხელ-ფეხი გაყინულია, მოვუშვათ ცივი წყლის ონკანი და როგორც გრილდება წყალი, თითო გრადუსით იკლებს კიდეც, მაგრამ ეს არის იშვიათი შემთხვევები და ექიმის გარეშე ასეთი მანიპულაცია მშობელმა არ უნდა ჩაატაროს. ტრადიციული მეთოდები არ არის რეკომენდებული…“ – ამბობს ექიმი.
