LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტუალეტით სარგებლობის უფლებასაც არ მაძლევდა, ისინი მონასავით მექცეოდნენ“ – ბრიტნი სპირსი დას და ყოფილ ქმარს უპირისპირდება

337
page

44 წლის მომღერალმა, ბრიტნი სპირსმა საკუთარი ოჯახის წევრები საჯაროდ გააკრიტიკა. პოპვარსკვლავი განსაკუთრებით დის, ჯეიმი ლინ სპირსისა და ყოფილი მეუღლის, კევინ ფედერლაინის მიმართ გამოთქმული ბრალდებებით გამოირჩეოდა. მომღერლის თქმით, ორივე მათგანი მას წლების განმავლობაში „მონასავით“ ეპყრობოდა. ამის შესახებ pagesix წერს და ფოტოებს ავრცელებს.

„ჩემს დას ერთხელაც არ მოუცია უფლება, ხელში ამეყვანა აივი, ჩემი დისშვილი. კევინი კი საკუთარ სახლში ბავშვების წასაყვანად მისულს, ტუალეტით სარგებლობის უფლებასაც არ მაძლევდა. ისინი მე მონასავით მექცეოდნენ და ჩემს ზურგს უკან უამრავ რამეს აკეთებდნენ“, – დაწერა სპირსმა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტნი სპირსი და კევინ ფედერლაინი 2004-2006 წლებში იყვნენ დაქორწინებული. ქორწინებიდან მათ ორი ვაჟი ჰყავთ.

განქორწინების შემდეგ, მომღერლის ნარკოდამოკიდებულების გამო, მის შვილებზე მეურვეობა მამას, კევინს გადაეცა.

„შეხედეთ მის ფეხებს, რა ყრია იატაკზე?სად არიან ამ დროს მისი შვილები?!“ – ბრიტნი სპირსის უახლესი ვიდეო ინტერნეტსივრცეს აფეთქებს

„დედაჩემი კლონია???“ – ბრიტნი სპირსის ვაჟი ვიდეოს ავრცელებს

მედიაში, ბრიტნი სპირსის დაკავების კადრი ვრცელდება – პოპ-ვარსკვლავის უახლესი გამოჩენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები