თურქეთში ძლიერმა ქარმა ადამიანი გაიტაცა. ქალაქ ოსმანიეში, ბაზარში მომხდარი ეს უცნაური ინციდენტი ქუჩაში დამონტაჟებულმა უსაფრთხოების კამერამ გადაიღო.
მამაკაცი 4 მეტრის სიმაღლეზე იყო, როდესაც ქოლგის სადგამიდან გადმოხტა და უვნებელი გადარჩა. თუმცა, დაშავდა მეორე მამაკაცი, რომელსაც ქოლგის დაშვებისას, მისი ნაწილი მოხვდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
