LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში კორონავირუსის ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ და „ბრაზილიური“ ვარიანტების შემთხვევები დადასტურდა

121
1000x563-cmsv2-b5d2b963-05a1-5d0e-aa9e-5900a968c38a-4526840

თურქეთში „სამხრეთ აფრიკული“ და „ბრაზილიური“ Covid 19-ით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი, ფაჰრეთინ კოჩა აცხადებს, რომ ქვეყანაში ბრიტანული მუტაციის შემთხვევების რაოდენობა 196 ია. გარდა ამისა, მისი თქმით, დადასტურდა “სამხრეთ აფრიკული” ვარიანტის 2 და “ბრაზილიური” ვარიანტის 1 შემთხვევა.

თურქეთში მოსახლეობის ვაქცინაცია ჩინური Sinovac-ის ვაქცინით მიმდინარეობს. ვაქცინის პირველი დოზა დაახლოებით 2.4 მილიონმა მოქალაქემ უკვე მიიღო.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში, თურქეთში კოვიდ 19-ის 2.5 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 26 000-ს აჭარბებს.

 

magti 5g