ჩემი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული – უკრაინულმა გუნდმა საქართველოს მხარდასაჭერი ფოტო გადაიღო.
გულიანი საქციელი უკრაინული „ვორსკლას“ ფეხბურთელებზეა, რომლებმაც ანტირუსული ლოზუნგი გამოფინეს.
პლაკატზე, რომელიც ფეხბურთელებს უჭირავთ, აწერია „ჩემი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“. ის „ვორსკლას“ ქართველ წევრ ანდრო გიორგაძეს უკავია.

მოგეხსენებათ, „ვორსკლაში“ კიდევ ერთი ქართველი თამაშობს, სანდრო კობახიძე.
უკრაინელებმა ამით ქუთაისის „ტორპედოს“ აქციას დაუჭირეს მხარი.
რა ისტერია მოყვა რუსების მხრიდან ქართულ პროტესტს?
ქართველი ფეხბურთელები რუსეთს აპროტესტებენ, რუსები ქართველებს