LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნგრეთში გაიხსნა პირველი მაღაზია, რომელიც ღამ-ღამობით პერსონალის გარეშე მუშაობს

110
უნგრეთში გაიხსნა პირველი მაღაზია, რომელიც ღამ-ღამობით პერსონალის გარეშე მუშაობს

უნგრეთის ქალაქ სეგედში გაიხსნა პირველი მაღაზია, რომელიც ღამის საათებში სრულად ავტომატურ რეჟიმზე გადადის და  პერსონალის გარეშე მუშაობს. დღის განმავლობაში იქ მყიდველებს ჩვეულებრივ ემსახურებიან, მაგრამ საღამოსა და ღამით მაღაზია დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. სიახლის შესახებ Hungarian conservative წერს.

150 კვადრატული მეტრის სივრცეში დაახლოებით 4000 დასახელების პროდუქტია განთავსებული. სხვა მსგავსი სისტემებისგან განსხვავებით, მყიდველებს ნებისმიერი პროდუქტის არჩევა შეუძლიათ და შეზღუდული ასორტიმენტით არ მოუწევთ ხელმძღვანელობა.

ღამის საათებში მაღაზიაში შესასვლელად საჭიროა სპეციალური აპლიკაციის ჩამოტვირთვა, რეგისტრაცია და კარის QR-კოდით გაღება. ამის შემდეგ მყიდველს შეუძლია აიღოს სასურველი პროდუქტი თაროდან და გადაიხადოს საფასური სალაროში.

უსაფრთხოებაზე კამერები იზრუნებენ, რომლებიც ყველა საეჭვო ქმედებას დააფიქსირებენ. საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს დისპეტჩერთან დაკავშირებაც შეეძლება.

თუკი ახალი ფორმატი მომხმარებელთა მოწონებას დაიმსახურებს, სავაჭრო ქსელი მსგავს მაღაზიებს სხვა ქალაქებშიც გახსნის — განსაკუთრებით პატარა დასახლებებში, სადაც ტრადიციული მაღაზიების მუშაობა სარფიანი არ არის.

აღსანიშნავია, რომ სისტემის შექმნას ორი წელი დასჭირდა და მისი ადაპტირება შესაძლებელია როგორც დიდი, ასევე პატარა სავაჭრო ობიექტებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები