LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნგრეთში მგზავრებს ავტობუსის დაგვიანებისთვის ზარალს აუნაზღაურებენ

105
უნგრეთში მგზავრებს ავტობუსის დაგვიანებისთვის ზარალს აუნაზღაურებენ

უნგრეთში ტრანსპორტის დაგვიანებისთვის კომპენსაციის სისტემა ამოქმედდა. თუ მატარებელი ან ქალაქთაშორისო ავტობუსი 20 წუთზე მეტი დროით დაიგვიანებს, მგზავრები ბილეთის ღირებულების ნახევარს უკან დაიბრუნებენ.

ახალი წესი ვრცელდება უნგრეთის სახელმწიფო რკინიგზის (MÁV) მიერ განხორციელებულ ყველა რეისზე.

კომპენსაცია დაგვიანების მიზეზის მიუხედავად, ყველა შემთხვევაში გაიცემა; მნიშვნელობა არ აქვს – იქნება ეს ავარია თუ უცხოურ მარშრუტებზე შეფერხება.

ფული დაუბრუნდებათ ყველას —ბილეთი აპლიკაციაში, სალაროში, აპარატში თუ ტრანსპორტში იქნება შეძენილი. ზარალს აუნაზღაურებენ აბონემენტის მფლობელებსაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები