LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უვადო პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც კასპში ყოფილი მეუღლე დანით დაჭრა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, რის შედეგად ქალი გარდაიცვალა

156
თათია ლომინაძე

გასული წლის 25 სექტემბერს, კასპში, განსაკუთრებული სისასტიკით ყოფილი მეუღლის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ქალი, რომელსაც კასპში, ყოფილმა მეუღლემ დანით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

საგამოძიებო უწყების ცნობით, გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ყოფილი მეუღლის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 25 სექტემბერს, კასპში, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად 2 ოქტომბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ბებიას უთხარით, რომ მე შემიძლია ვიშვილო“ – რას წერს მამა ლევანი კასპში, ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალის შვილზე

ცნობისათვის, შემთხვევა კასპში 2025 წლის 25 სექტემბერს მოხდა. ყოფილმა მეუღლემ მშობლების სახლში მცხოვრებ თათია ლომინაძეს დანით გულ-მკერდის და კისრის არეში ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცავებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g