LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზბეკეთის ავიახაზები ბათუმში სეზონურ ფრენებს განაახლებს

113
უზბეკეთის ავიახაზები

მიმდინარე წლის 28 მაისიდან უზბეკეთის ავიახაზები ​ბათუმის მიმართულებით სეზონურ ფრენებს განაახლებს.

ფრენები კვირაში ორი სიხშირით – ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

„ამ ზაფხულს უზბეკეთის ავიახაზები საქართველოს ერთ-ერთ მომხიბვლელ, ზღვისპირა ქალაქში მოგზაურობას გთავაზობთ. ბათუმში შეგიძლიათ, მთელი თქვენი შვებულება გაატაროთ გარუჯვაში, ცურვაში, აჭარული სამზარეულოს გაცნობაში. აქტიური დასვენების მოყვარულთათვის კი აჭარის თვალწარმტაც გარემოში ხელმისაწვდომია წყლის აქტივობები და მთის მარშრუტები“, – წერს უზბეკური მედია.

შეგახსენებთ, უზბეკეთის ავიახაზები რეგულარულ ფრენებს კვირაში 2 სიხშირით ასევე ახორციელებს ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის მარშრუტზე, მარტის ბოლოდან კი ფრენების რაოდენობა კვირაში 3 სიხშირემდე გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g